საქართველოს დერეფანში ბუნებრივი გაზის ტრანზიტი გაიზარდა.
2023 წელს ქვეყანაში არსებული ორი მილსადენით 23.780 მლრდ კუბ. მეტრი გაზის ტრანზიტი განხორციელდა, რაც 2022 წელთან შედარებით, 1.4 მლრდ კუბ. მეტრით ანუ 6.3%-ით გაზრდილი მაჩვენებელია.
შედარებისთვის, 2010 წელს საქართველოზე გამავალი მილსადენებით მხოლოდ 5.9 მლრდ კუბ. მეტრი გაზის გატარება ხდებოდა.
2023 წელს “სამხრეთის გაზის დერეფნის” მილსადენით 21.420 მლრდ კუბ.მ გაზი გავიდა, ჩრდილოეთ- სამხრეთ კავკასიის გაზსადენით 2.360 მლრდ კუბ. მეტრის გატარება მოხდა.
პროგრამის “დანერგე მომავალი” ბაღების კომპონენტის ფარგლებში განაცხადების მიღება მიმდინარეობს და 2026 წლის 28 თებერვლის ჩათვლით გაგრძელდება. ამის შესახებ ინფორმაციას სოფლის განვითარების სააგენტო ავრცელებს. ბაღის…
8 იანვრის ვაჭრობის შედეგად ლარი დოლართან მიმართებით გაუფასურდა. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, ერთი აშშ დოლარის ღირებულება 2.6982 ლარი გახდა.…
2025 წლის მეორე ნახევრიდან სამიზნე 3%-იან მაჩვენებელთან შედარებით მაღალი ინფლაცია სურსათით არის გამოწვეული, რაც, თავის მხრივ, დიდწილად, საბაზო ეფექტსა და ეგზოგენურ…